LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებისთვის უნდა გვქონდეს იმდენი დრო და მოთმინება, რამდენიც საჭიროა – შალვა ამონაშვილი

828
amonashvili-news45535

„თითის ქნევით აღზრდა აღარ ამართლებს” – ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა გადაცემაში ,,სხვა მხარე” ბავშვის აღზრდის მეთოდებზე ისაუბრა.

ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი: „ბავშვებისთვის უნდა გვქონდეს იმდენი დრო და მოთმინება, რამდენიც საჭიროა. ხედავთ თქვენს შვილს, რომელიც ფილმს ან მულტფილმს უყურებს? გვერდით მიუჯექით და მასთან ერთად უყურეთ. თამაშობს? გამოხატეთ ინტერესი. უთხარით, რომ თქვენც გაინტერესებთ და გინდათ თამაში. გაიზიარეთ მისი ინტერესები.

როცა მშობელს და შვილს უკვე საერთო ინტერესი უჩნდებათ, შემდეგ შეგვიძლია შევთავაზოთ სხვა აქტივობა თამაშის შემცირების ხარჯზე, მაგალითად ერთად სადმე წასვლა.

როცა ბავშვი ხედავს, რომ მშობელი მისი მეგობარია და აინტერესებს მისი ცხოვრება, მისი თამაშები და ინტერესები, შემდეგ ის უკვე მიჰყვება მშობელს აღმზრდელობით პროცესში.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები