LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებისთვის, რომლებსაც ტყვიის შემცველობა აქვთ მომატებული, განმეორებითი კვლევები დაფინანსდება

172
ანალიზი-4@2x

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოკვლეული 1578 ბავშვიდან, ვისაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს, მათ შემდგომ კვლევას, სახელმწიფო დაფინანსებს. მისივე თქმით, ასეთი დაახლოებით 650 ბავშვია.

„გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 650 ბავშვის ოჯახში იქნება აღებული გარემოს სინჯები შესაძლო წყაროს აღმოსაჩენად, აიღებენ წყლის, ნიადაგის, საკვების ნიმუშს ამ ოჯახებიდან. რამდენიმე ლაბორატორია გადის აკრედიტაციას საღებავებზე, ბავშვის სათამაშოების კვლევებზე. შესაბამისად, შემდგომ ეს ნიმუშებიც იქნება გამოკვლეული, რათა წყაროზე გავიდეთ,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, სახელმწიფო დააფინანსებს საჭირო ინტერვენციებსაც.

“სადაც პედიატრის დანიშნულებით, ჩარევა იქნება საჭირო. ჩარევა ძირითადად გახლავთ რკინის, კალციუმის,პრეპარატების, ვიტამინების მიცემა. ასევე მონიტორინგი მოხდება გარკვეული

გამოკვლეული ბავშვების ნახევარში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა

ასეთია კვლევის შედეგები, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით, 2-დან 7 წლამდე ასაკის 1 578 ბავშვი მოიცვა.

პერიოდულობით. სხვადასხვა მიდგომაა პროტოკოლში, თუ როგორი ინტენსივობით უნდა გაიმეორო ტყვიის ანალიზი. პროგრამის მიხედვით, ამ ყველაფერს სახელმწიფო დააფინანსებს. ამავე დროს, 19 აპრილის განკარგულების თანახმად, ოთხმა სამინისტრომ – ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ხანგრძლივადიანი პროგრამა უნდა შეიმუშავონ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები