LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება

146
--fuli-datvla-angarishi-finansebi

18 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება, საბანკო დავალიანების მქონე პირებს კი ეს დახმარება არ ჩამოეჭრებათ.

შესაბამისი შეთანხმება გასულ თვეში პრემიერ-მინისტრსა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა.

შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს.

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით სპეციალური პორტალი შეიქმნა, რომელზეც რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები