LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა იკლებს” – ამირან გამყრელიძე

166
72844285-400580990611168-8920674389784002560-n

ტყვია, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში იყო მომატებული, შემცირებულია. ამ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აკეთებს. ამირან გამყრელიძე ამტკიცებს, რომ 16 ოჯახი, სადაც ბოლო კვლევის შედეგად, ტყვიის შემცველობა, განსაკუთრებით მაღალი იყო, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ შეისწავლეს და პოზიტიური დინამიკა დაინახეს.

“მოვიწვიეთ ამერიკული ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ტყვიასთან დაკავშირებით. მათ სპეციალური აპარატურით შეისწავლეს იგივე 16 ოჯახი, ასევე საკონტროლო ოჯახები. გამოიკვლიეს ტყვიის შემცველობა საღებავებში, ჰაერში, წყალში, საკვებში

სახელმწიფომ დაიწყო ასევე პროგრამა, რომლის მიხედვითაც 650 ბავშვის ოჯახების შესწავლა სრულად მოხდება. საუბარია ბავშვებზე, ვის ორგანიზმშიც, კვლევის შედეგად, ყველაზე დიდი ოდენობით ტყვია აღმოჩნდა. უკვე 35 პროცენტამდე შესწავლილია. ვისაც დახმარება სჭირდება, ეძლევა რკინის პრეპარატები, ვიტამინები, კალციუმის პრეპარატები“, – აცხადებს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა შარშან ჩატარდა. გამოკვლეული ბავშვების 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში იყო, რაც მსუბუქ მატებას ნიშნავს, ხოლო ბავშვების 16 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლი იყო ან აღემატებოდა 10 მკგ/დლ-ს. კვლევამ მთელი საქართველოს მასშტაბით 1 578 ბავშვი მოიცვა, რომელთა ასაკი 2-7 წელია.

ნახეთ სტატია თემაზე: ბავშვს თმის ცვენა დაეწყო, სისხლში ტყვია აღმოაჩნდა – სად არის ქარხანა, რომელიც მომწამვლელ კვამლს უშვებს