LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვების გარყვნისთვის: ოლიმპიური ნაკრების ექიმს 60 წელი მისცეს

119

ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური ნაკრების ყოფილ ექიმს ლარი ნასარს 60-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მედიის ცნობით, მამაკაცმა თავი დამნაშავედ ცნო საბავშვო პორნოგრაფიის სამ ეპიზოდში: ნასარი ბავშვებს პირადი არქივისთვის იღებდა.
ექიმმა თითოეული ეპიზოდისთვის 20 წელი მიიღო. არასრულწლოვან ტანმოვარჯიშეებზე ორ თავდასხმას სასამართლო ცალკე განიხილავს.

სპორტსმენებმა ნასარი სექსუალურ ზეწოლაში ნაკრებში გამოსვლის პერიოდში დაადანაშაულეს.

ლარი ნასარი ოლიმპიურ გუნდში ექიმად 30 წელი მუშაობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები