LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვების 0.002%-ში, ვინც თუნდაც უსიმპტომოდ გადაიტანა COVID-ინფექცია, დაახლოებით 21-30-ე დღეს ვითარდება შემდეგი სიმპტომები” – პედიატრი ანა მაღრაძე

2037
fortuna.ge (2)

პედიატრი ანა მაღრაძე კორონავირუსული ინფექციის გართულების შედეგებზე წერს.

ის აღნიშნავს, რომ ბავშვებში უკვე დაფიქსირდა მულტისისტემითი ანთებითი სინდრომი.

პედიატრი მშობლებს აწვდის დეტალურ ინფორმაციას იმ სიმპტომების შესახებ, რაც ინფექციის გართულების შედეგად შეიძლება განვითარდეს.

ანა მაღრაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.

“კოვიდ-ინფექციასთან ჭიდილში ჩართულებს ერთადერთი ნათელი წერტილი პედიატრიული პაციენტები გვქონდა-მოგეხსენებათ ამ პოპულაციაში ეს ინფექცია ფაქტიურად უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქი სიმპტომებით ვლინდება… სანამ არ მოხდა მოსახლეობის მასიური დაინფიცირება და სანამ საქართველოშიც არ დაფიქსირდა ე.წ. MIS-C სინდრომი-მულტისისტემითი ანთებითი სინდრომი კოვიდ ინფექციის დროს – ბავშვების ~0.002%-ში, ვინც თუნდაც უსიმპტომოდ გადაიტანა COVID-ინფექცია, დაახლოებით 21-30-ე დღეს უვითარდება შემდეგი სიმპტომები:
?1. ცხელება . T>38C (100%)
?2. მწვავე მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება (60-100%)
?3. მწვავე ვირუსული კონიუნქტივიტი (30-81%)
?4. მაკულურ-პაპულური გამონაყარი (45-76%)
?5. ლორწოვანი გარსების ჩართვა პროცესში- შეშუპება, ძლიერი ჰიპერემია, ტუჩების გამოშრობა, აქერცვლა (27-76%)
?6. თავის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, კონფუზია, გაღიზიანებადობა (29-60%)
?7. სუნთქვის გაძნელება, დამხმარე კუნთების მონაწილეობა სუნთქვაში, მწვ.პნევმონია (20-70%)
?8. ყელის ტკივილი, (10-20%)
?9. მიალგია (8-17%)
?10. კიდურების წარზიდული ნაწილების (მტევნების-ტერფების) შეშუპება (~30%)
?11. ლიმფადენიტი (20-30%)
დაავადება ხშირად მიდის კავასაკის ან ტოქსიური შოკის სინდრომის გართულებით…
ბავშვის ზოგადი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და საყურადღებოა…
აუცილებლად საჭიროა სტაციონარული მკურნალობა (კორტიკოსტეროიდებით და საჭ/შ. იმუნოგლობულინით) და ბავშვის შემდგომი მონიტორინგი!
⚠სამწუხარუდ წინასწარ ამ სინდრომისგან თავის არიდება რთულია, მაგრამ შენ შეგიძლია თავი აარიდო კოვიდ-ინფექციას თუ ელემენტარულ წესებს დაიცავ‼:
#ატარენიღაბი!?‼
#დაიცავისოციალურიდისტანცია!⬅➡‼
#ხშირადდაიბანეხელები!?‼
#ჩაიტარევაქცინაცია (როდესაც შემოვა)??‼-წერს პედიატრი ანა მაღრაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები