Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბავშვები ვერ დაგველოდებიან, როდის ვისწავლით არაძალადობრივი მეთოდებით აღზრდას -ანა არაგანაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები ვერ დაგველოდებიან, როდის ვისწავლით არაძალადობრივი მეთოდებით აღზრდას -ანა არაგანაშვილი

194
anaargana

ორგანიზაციის “პატნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი შვილებზე ძალადობის სტატისტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბავშვები ვერ დაგველოდებიან, ვიდრე მშობლები არაძალადობრივი მეთოდებით აღზრდას ვისწავლით.

უფლებადამცველი ამბობს, რომ საჭიროა ძალადობის ყველა შესაძლოა საშუალებით აკრძალვა.

“შსს-მ გამოაქვეყნა სტატისტიკა შვილებზე მოძალადე მშობლების მიმართ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებაზე.  [related_news id=”208098″ align=”right”]

რა თქმა უნდა, ეს დიდ დისკუსიას გამოიწვევს. იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი შვილები ჩვენი საკუთრი ნივთები არ არიან რომ ვიძალადოთ, ძალისხმევას მოითხოვს. ბავშვებზე ძალადობის სამწუხარო კულტურის შეცვლას დრო ჭირდება, რადგან არაძალადობრივი მეთოდებით ბავშვის აღზრდა უნდა ვისწავლოთ. მაგრამ, ბავშვები ვერ დაგველოდებიან როდის ვისწავლით ან, ვისწავლით თუ ვერა. მათ მყისიერად ჭირდებათ დაცვა და სანამ ვისწავლით, მანამდე მათ დაიცავს კანონი და სამართალდამცავი ორგანოები.

მხარს ვუჭერ ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა შესაძლო საშუალებით აკრძალვას, სრულად!
მალე ვისწავლოთ ბავშვების არაძალადობრივი მეთოდებით აღზრდა,”- წერს სოციალურ ქსელში ანა არაგანაშვილი.