LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან“ ზუსტად ისე „ეჭყანება“ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას: იაგო ხვიჩია

77
იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ეხმიანება.

მისი განცხადებით, „ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან“ ზუსტად ისე „ეჭყანება“ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას“. ხვიჩიას აზრით, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ გათამამებულია და საკუთარ თავს ცუდად მოქცევის უფლებას აძლევს“.

„ჩვენ მივხვდით, რომ „ქართული ოცნება“ ამ თემაზე სერიოზულად არ ლაპარაკობს და ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან“, ზუსტად ისე „ეჭყანება“ ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არანაირ დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდეთ და მოვემზადოთ 5%-იანი ბარიერისთვის შემდეგი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ამან იმდენად არასერიოზული ელფერი მიიღო, რომ გვიტყდება ამ პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები