ოკუპანტი რუსეთის აგრესიას უკრაინაში უკვე ათობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ომის მეშვიდე დღეს, კვლავ იბომბება უკრაინის დედაქალაქის შემოგარენი – ოკუპანტები არ ერიდებიან სკოლების, ბაღებისა და ბავშვთა სახლების განადგურებას. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, რუსეთმა იერიში უკვე 2 საბავშვო ბაღზე მიიტანა, საბედნიეროდ ბავშვების ევაკუაცია დროულად მოხდა, თუმცა ფოტოები ინახავს ისეთ მძიმე კადრებსაც, როდესაც მარიუპოლის რეგიონში რუსი ოკუპანტების ჭურვს მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე მშობლების თვალწინ შეეწირა – ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ომის მძიმე კრიზისის დროს ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან – ტრავმა, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება ფოტო ქრონიკებით ნათლად იკვეთება.
ამჯერად გთავაზობთ უკრაინელი ბავშვების კადრებს ცხელი წერტილებიდან.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
უკრაინელი ბავშვი ერთგულ მეგობართან ერთად კონფლიქტის ზონიდან
კონფლიქტით დაზარალებული გოგონა აღმოსავლეთ უკრაინიდან
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, უამრავი ბავშვი უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაშია
დავიდი თავისი ნივთებით უკრაინისა და რუმინეთის სასაზღვრო პუნქტთან
ტატიანა თავის ძაღლთან ერთად – ლტოლვილთა დროებით ცენტრში, მოლდოვასა და უკრაინის საზღვარზე
კრამატორსკი, უკრაინა – ბიჭუნა კონფლიქტის ზონიდან
იაროსლავი თავშესაფრის ძიებაში უკრაინისა და რუმინეთის საზღვართან
პატარა მაქსი კონფლიქტის ზონიდან
4 წლის სოფია თავშესაფარში კრიზისის ესკალაციის დროს
უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც ებრძვიან კიბოს, უჭირავთ წარწერები, სადაც ნათქვამია „შეაჩერე ომი“ – კიევის ონკოლოგიური ცენტრის თავშესაფარი
მცირეწლოვანი ბავშვი ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოს სარდაფში
დედა მცირეწლოვან შვილთან ერთად რკინიგზის სადგურზე – ქალაქი ლვოვი
ტანია თავის დასთან და პატარა ქალიშვილთან ერთად რუმინეთსა და უკრაინას შორის სასაზღვრო კვეთაზე
„ყველაზე მეტად მეგობრები მენატრება, რომელიც ომმა დამაკარგვინა“ – ამბობს 16 წლის ნასწია
პატარა უკრაინელი ითხოვს შეწყდეს ომი