„აზროვნების აკადემია“ ცნობილი პოლონელი ექიმისა და პედაგოგის, იანუშ კორჩაკის ცნობილი წიგნიდან ამონარიდს გვთავაზობს, სადაც ის ბავშვებისადმი დამოკიდებულებაზე წერს:
„ბავშვამდე მისაწვდომად დახრა კი არა, ფეხისწვერებზე შედგომაა საჭირო.
ეცადეთ არასდროს არ გაღიზიანდეთ ბავშვებზე. მაშინაც კი, როდესაც კარზე ყოველ დაკაკუნებაზე მირბიან მის გასახსნელად და ფეხებში გედებიან. გახსოვდეთ, რომ ისინი ასე ფიქრობენ – იმ კარის უკან დგას უფროსი, რომელიც ვერ შემოვა, თუ პატარები არ დაეხმარებიან.
შეაჩვიეთ ბავშვი სხვისი დახმარებით და მხარდაჭერით მიღებულ ბედნიერებას! ასწავლეთ ბავშვებს სიყვარული! – იანუშ კორჩაკი, ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, პედაგოგი, მწერალი. პოლონეთის ოკუპაციის წლებში ვარშავის გეტოში ბავშვების სიცოცხლისათვის იბრძოდა. 1942 წელს, როცა ფაშისტებს 200 ებრაელი ბავშვი გადაჰყავდათ გაზის კამერებში, იანუშ კორჩაკიც მათთან ერთად იყო, მიუხედავად იმისა რომ იგი შეიწყალეს.
როდესაც მისმა მეგობარმა გეტოდან გათავისუფლების საშვი მიაწოდა, კორჩაკმა კითხა: „შენ მიატოვებდი შენს შვილს ავადმყოფობასა და უბედურებაში? აქ ჩემი 200 შვილია, როგორ მივატოვო, ან როგორ უნდა ვიცხოვრო ამის შემდეგ?!“ გადაწყვიტა ბავშვებს არ გაეგოთ თუ სად მიჰყავდათ და საკარნავალო განწყობა შექმნა. მათ უთხრა რომ გასართობად მიდიოდნენ და სიმღერით შეუძღვა გაზის კამერებში..“