LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავარიელი ფეხბურთელები არმანის სამოსით ივლიან

42

იტალიური მოდის ბრენდი Giorgio Armani გერმანული საფეხბურთო კლუბ ”ბავარიას” მოთამაშეებისათვის სამოსს შეკერავს. კომპანიასა და კლუბს შორის მოლაპარაკება თანამშრომლობის შესახებ სამი წლით გაფორმდა.

დიზაინერულ კოსტიუმებს სპორტსმენები ოფიციალურ ღონისძიებებზე გამოიყენებენ. კოლექციაში შალისგან და ქაშმირისგან შექმნილი მუქი ლურჯი კოსტიუმი, ჟილეტი, შარვალი, თეთრი ბამბის პერანგი და სვიტერი შედის. გარდა ამისა, მოდის სახლი ფეხბურთელებს მზის სათვალეებითა და სპორტული ჩანთებითაც მოამარაგებს.

აღსანიშნავია, რომ Giorgio Armani სპორტსმენებს პირველად არ აცმევს. 2007-2009 წლებში კომპანია ინგლისურ კლუბ ”ჩელსის” ფეხბურთელებზე ზრუნავდა, 2016 წელს კი იტალიის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ ნაკრებებს შემოსავს.

დიზაინერი ჯორჯო არმანი იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, ჟურნალი ”ფორბსი” მის ქონებას 7 მილიარდ ევროდ აფასებს.

unnamed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები