ბათუმში 15 წლის მოზარდს მაშველები დილიდან ეძებენ.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, არასრულწლოვნის დაკარგვასთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება დილი 7 საათზე შევიდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები: სამძებრო სამუშაოებს ორი სკუტერი, ორი ნავი და სამი მყვინთავი.
მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერებაც. პერიმეტრის კონტროლი დრონითაც ხორციელდება.