LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ”ზარაფხანას” ინდივიდუალური შეკვეთების სამსახური ამოქმედდა

260

აჭარაში, ბათუმში ”ზარაფხანას” ინდივიდუალური შეკვეთების სამსახური ამოქმედდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ოფისი რუსთაველის 35 ნომერში გაიხსნა.

”თუ გაქვთ სამკაული, რომელიც მხოლოდ თქვენს წარმოსახვასა და ოცნებებშია და გსურთ ატაროთ განსხვავებული, დახვეწილი და თქვენთვის საინტერესო შტრიხებით დატვირთული ნაკეთობა, მაშინ ”ზარაფხანას’’ ინდივიდუალური შეკვეთების სამსახური თქვენთვისაა შექმნილი”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სერვისი დედაქალაქში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს. ამიერიდან კი უკვე აჭარელი მომხმარებელიც შეძლებეს, ”ზარაფხანას” ინდივიდუალური შეკვეთების სამსახურით ისარგებლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები