LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა – ხალხი სანაპიროებზე ირუჯება

1466
7990748032677803665824228004065301517828096n

პირველად წლების შემდეგ, ბათუმში 23 დეკემბერს 24 გრადუსი სითბო დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი ტემპერატურა ბოლოს 1936 წელს იყო. დაახლოებით მსგავსი სითბო 1962 წელსაც დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ მხოლოდ 20.7 გრადუსი იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს და თან ბათუმის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს. 23 დეკემბერს გადაღებულ ფოტოსურათში ზღვის ნაპირას მდგომი ნახევრად შიშველი ხალხი ჩანს, რომლებიც მზეს ეფიცხებიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სანაპირო ზოლში ორი დღის განმავლობაში უნალექო ტემპერატურა შენარჩუნდება და იქნება მაღალი ტემპერატურა: +21, +23 გრადუსი.

როგორც ცნობილია, სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი, რომელიც ბოლო 2 დღეა ბათუმში ქრის 17-22 მეტრ/წამის ფარგლებში, ხვალ საღამომდე გაგრძელდება. ღამის განმავლობაში ქარის სიჩქარემ შესაძლოა კიდევ მოიმატოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები