LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ტრაილერების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

94

ტრაილერების მძღოლები ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი თურქეთის ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვაზე მუშაობენ. მათი განცხადებით, ორ თვეზე მეტია თურქული მხარე ტრანზიტისთვის საჭირო ნებართვას არ გასცემს, რის გამოც, მეზობელ ქვეყანაში გადასვლას ვერ ახერხებენ და ფაქტობრივად, უმუშევრები რჩებიან.

მძღოლები პასუხს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ითხოვენ.

„ორ თვეზე მეტია უმუშევრები ვართ, დაგვიგროვდა ვალები, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ორი თვის წინ დაგვპირდა, რომ თურქულ მხარესთან პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა, თურქ მძღოლებს საქართველოში ანალოგიური პრობლემა არ აქვთ,” – აღნიშნავს ტრაილერის ერთ-ერთი მძღოლი.

აღსანიშნია, რომ მძღოლები პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში სარფის გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ ნებართვების პრობლემასთან დაკავშირებით ისინი აქციებს ორი თვის წინაც მართავდნენ, თუმცა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს და აქციები შეწყვიტეს.