LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება

79

ბათუმში, ხიმშიშვილისა და ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე, დღეს სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდება.

კაფსულას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  და მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად ჩაუშვებს.

ბათუმში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს, როგორც პროფესიული სპორტის, ასევე მასობრვისი სპორტის განვითარებას რეგიონში. სასახლის დიდი დარბაზი 2 500, ხოლო პატარა დარბაზი 600 სტუმარზეა გათვლილი.

დღესვე, მშენებლობის ადგილზე გაფორმდება ხელშეკრულება მშენებელ კომპანიასა და სამინისტროს შორის.

პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეებიაშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამისღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი“გაუძღვება.

სამი სპორტული ობიექტის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები