LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

xandzari_batumi

ხანძარი იყო ბათუმში. ჭავჭავაძის ქუჩაზე ცეცხლი ორსართულიან, ბარაკის ტიპის სახლში გაჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.

​დამწვარია ერთი საცხოვრებელი ბინა. ხანძრის შედეგად ასევე დაზიანებულია კომერციული ობიექტი და კიდევ რამდენიმე ბინის სახურავი.

ბინის მეპატრონის განცხადებით, მას ფართი გაქირავებული ჰქონდა, შესაბამისად, ხანძრის გაჩენის მიზეზი მისთვის უცნობია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, ასევე 200 კვ.მ. სახლის სახურავი.

ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, რომლის თქმით, საცხოვრებელს დროებით გადახურავენ, ხოლო თუ მდგომარეობის შესწავლის შემდეგ საჭირო გახდა, დაზარალებულებს ქირითაც გაიყვანენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები