25 აგვისტოს ბათუმში, კლუბში „სოჰო“ რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. „სოჰოს“ სცენაზე რუსას ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ჰიტებს ქართველი მომღერლები შეასრულებენ. მსმენელის წინაშე წარდგებიან: რუსა მორჩილაძე, ლელა წურწუმია, სოფო ხალვაში, დუეტი ჯორჯია, აჩიკო მეფარიძე, სოფო ნიჟარაძე, ნინი ქარსელაძე, დათუნა მგელაძე, ნინო ჩხეიძე, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, დათო ფორჩხიძე, თამთა ჭელიძე და სხვები.
კონცერტის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთების ღირებულება 30, 40, 50 ლარია.