LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავეს

225
პოლიცია

ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ძალადობის მუხლით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რესტორან „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს.

მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების საფუძველზე, 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები