LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ქალის სექსუალურად შევიწროების ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

83
პოლიცია

ბათუმში ქალის სექსუალურად შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ვიდეოში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ბიჭი სექსუალურად ავიწროებდა და საჯდომზე ურტყამდა გამვლელ ქალს, რომელიც მათგან თავის დაღწევას ცდილობდა. კიდევ ერთი პირი, მათ ვიდეოს უღებდა და მოუწოდებდა თანამზრახველს, რომ ქალისთვის დაერტყა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები