LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირებაა: რას ითხოვენ აქტივისტები

107
nacionaluri-mozraoba

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამით პარლამენტმა ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. მოძრაობა ”სირცხვილიას” აქტივისტები და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დილით სამსახურში მისული თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ. მათ აჭარის მთავრობის სახლის ორივე შესასვლელი ჩაკეტილი აქვთ.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომაა. შემთხვევამ ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები. როგორც ცნობილი ხდება, საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა. კერძოდ, დაკავებულია 4 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მთავრობის  მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს კენჭი უყარა, თუმცა კანონპროექტი პირველივე მოსმენით ჩააგდეს. დეპუტატებიდან 101-მა პროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო, ცვლილებების მიღებას კი 113 ხმა მაინც ესაჭიროება.

არასაკმარისი 101 ხმა – კანონპროექტი ჩავარდა: პროპორციული სისტემა არ იქნება

აღნიშნულ ფაქტს ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა.