ბათუმში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ანგისის დასახლებაში მოხდა.
35 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.