ბათუმში მალე ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ელექტროავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და კომპანია ,,ბელკომუნამაშს“ შორის დღეს გაფორმდა.
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბელკომუნამაში“, სატენდერო პირობების თანახმად, 8 ერთეული ელექტროავტობუსის მოწოდებას უზრუნველყოფს.
სატენდერო თანხა 3 მილიონ 777ათას ევროს შეადგენს.
ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში წლის ბოლომდე გამოჩნდება
ელექტროავტობუსების შეძენა EBRD-ის მიერ გამოყოფილი დაბალპროცენტიანი სესხით ხორციელდება
პროექტისათვის აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-ის შეღავათიანი სესხია.