LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ლეიბორისტული პარტიის ოფისი დაარბიეს

107
გაბედე

ბათუმში, ლეიბორისტული პარტიის ოფისი, რომლითაც მოძრაობა “გაბედეს” წევრები სარგებლობენ, გაურკვეველმა პირებმა დაარბიეს.

“გაბედეს“ წევრების ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა ჩამოხიეს ბანერები და დააზიანეს დროშები. მოძრაობა „გაბედეს“ წევრის, დიმიტრი ლიპარტელიანის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავეები შენობაში ფანჯრიდან შევიდნენ.

მოძრაობის წევრები ვარაუდობენ, რომ ოფისის დარბევის ფაქტი პოლიტიკურად მოტივირებულია.

„გაბედეს“ წევრებს სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავთ, რადგან აცხადებენ, რომ მათ არანაირი რეაგირება არ აქვთ ხოლმე მსგავს ფაქტებზე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები