LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კუნძულის მშენებლობაზე 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება – 2000 ადამიანი დასაქმდება

223
242125720-4129927223802215-8689058924094234402-n-2021-09-21-11-52-10-969440

ბათუმში კუნძულის მშენებლობაზე 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია „ამბასადორი” განახორციელებს.

ბათუმში „ამბასადორ აილენდის” პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია ქალაქ ბათუმში.

ბათუმი, როგორც დუბაი: ქალაქში ცნობილი პალმის კუნძულების ანალოგი გაკეთდება

"უკვე შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა"

არსებული ინფორმაციით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება, რომელიც ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ჯამური საინვესტიციო პორტფელი 100 მლნ დოლარს შეადგენს და ის 2 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები