LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება

69
batumii

აჭარის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება.

,,დემონტაჟი გარკვეულ პერიოდს წაიღებს, ეს იქნება რამდენიმე კვირიანი პერიოდი. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

აქ მაცხოვრებელი ოჯახების სურვილის გათვალისწინებით აშენდება ამავე მოცულობის შენობა, რომელსაც დააფინანსებს ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა.

ოჯახის წევრების სურვილი იყო და ჩემი გადაწყვეტილებაცაა, რომ ბათუმში კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი განთავსდება” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 8ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიშალა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

ბათუმში დაანგრევენ 7-სართულიან კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა – შენობა ეტაპობრივად დაიშლება

“ამხელა ცოდვას ვერავის ავკიდებ” – გია შომახია კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევაზე

ვიდეო: ვკითხე ბავშვს რა დახატე მეთქი და მე და დედა ზეცაში მივდივართო…: ბათუმის ტრაგედიის დროს დაღუპული 12 წლის დათას მამა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები