LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილი, კლინიკიდან გაწერეს

747
batumi

37 წლის ზვიად თავდგირიძე, რომელიც 8 ოქტომბერს, ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევისას დაშავდა, კლინიკა „მედცენტრიდან“ გაწერეს. ის ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილია.

მას 11 საათი მოუწია ნანგრევებში, ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა.

ზვიადი ცნობილი ქირურგის, აკაკი ბერიძის შვილიშვილია. როგორც ბერიძემ მედიას არაერთხელ განუცხადა, მისი გადარჩენა ნამდვილი სასწაულია.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. 7 საათი, მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებდნენ.

ტრაგედიამ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვის.

37 წლის მამაკაცი ზვიად თავდგირიძე სახლში მარტო იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები