LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, კორპუსის მე-7 სართულიდან ლიფტი ჩავარდა, სადაც 4 მოზარდი იმყოფებოდა

217
pjimage

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან ლიფტი ჩავარდა. შემთხვევის დროს ლიფტში 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

4-ვე დაშავებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა ისინი რამდენიმე საათში კლინიკიდან გაწერეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი კორპუსში უკვე ერთი წელი ცხოვრობენ და ეს ლიფტის მწყობრიდან გამოსვლის პირველი შემთხვევა არ არის.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ფოტო: აჭარის მაუწყებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები