ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას ერთადერთი ადამიანი გადაურჩა. ზვიად თავდგირიძე გარკვეული პერიოდია, კლინიკიდან გამოწერეს, თუმცა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ახლობლები ვერ უმხელენ, რა მოხდა სინამდვილეში… ისინი მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგის ჩართვას გეგმავენ.
ზვიად თავდგირიძის მამა, ჯემალ თავდგირიძე ესაუბრება ჟურნალ „სარკეს“.
„ზვიადი რომ გადარჩა, რა თქმა უნდა, გვიხარია, მაგრამ ისე განვიცდით დაღუპულების ამბავს, უფერულდება ყველაფერი. ზვიადმა ჯერ არც იცის, რომ ამ ნგრევის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ. არ ვეუბნებით, რადგან ემოციებშია ისევ. არც ის იცის, რომ სახლი მთლიანად დაინგრა. იცის, რომ რაღაც ჩამოვარდა და მხოლოდ ის მოყვა. ამ დღეებში ფსიქოლოგის დახმარებას ვგეგმავთ. შევუთანხმდით უკვე, მოვა ფსიქოლოგი და იმედი გვაქვს, თანდათან გამოვა მდგომარეობიდან.
ზვიადი სახლში მარტო იყო ნგრევის დროს?
დიახ, მარტო იყო. ბავშვებmა 5 თუ 10 წუთით გაასწრეს სახლის ნგრევას, სასეირნოდ გაიყვანა დედამ“.