LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში გახარიას მხარდამჭერ ბანერს მოქალაქემ პომიდვრები ესროლა და ჩამოაგდო

114
69737342-2307353469301363-3150662556645851136-n

ბათუმში, ევროპის მოედანზე, ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზე პრემიერობის კანდიდატის მხარდასაჭერად ბანერი გამოფინეს.”ჩვენი მხარდაჭერა გიორგი გახარიას” წერია ბანერზე.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გახარიას მხარდამჭერ ბანერს, მოქალაქე ირმა ქობულაძემ პომიდვრები დაუშინა და ამ ტიპის მხარდაჭერა , პუტინის რუსეთის ტოტალიტარულ რეჟიმს, კომუნიზმს და ბელადომანიას შეადარა. შემდეგ კი ყოფილი აფთიაქის შენობაზე აძვრა და  აივნიდან გადმოფენილი გახარია ბანერი ჩამოხსნა.

“ეს რა არის, რუსეთის ხელისუფლებაა? რუსეთის ტოტალიტარული რეჟიმის ვარიანტები დავიწყეთ? სტალინის, ლენინის და მოდით ხრუშოვის პლაკატიც დაავკიდოთ”, – აცხადებს ის.

ბანერის გაკვრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარემ, მერაბ ღოღობერიძემ გაავრცელა. აჭარის ტეელვიზიის ინფორმაციით, ის მმართველი პარტიის მხარდამჭერია.

https://www.facebook.com/merabi.gogoberidze.1/posts/2307354042634639

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი სახის ბანერის განთავსებას ნებართვა ჭირდება, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა გაცემული. ბანერის განთავსების შესახებ,  ზედამხედველობის სამსახურმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გაიგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები