LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ერთი თვის წინ ცემით მოკლული ბავშვი დღემდე არ დაუკრძალავთ

162

ბათუმში, 14 ივნისს უზბეკი ქალის მიერ ცემით მოკლული მეგობრის შვილი, 4 წლის გოგო დღემდე პროზექტურაში რჩება. როგორც ირკვევა, მისი დაკრძალვა აქამდე არავის მოუთხოვია. შსს-ს ცნობით 4 წლის ბავშვს ვერ დაკრძალავენ, სანამ ამაზე დედის ან მინდობილი პირის თანხმობა არ იქნება. უწყებას ამ დრომდე აქვს კომუნიკაცია გარდაცვლილი ბავშვის დედასთან, რომელიც ბათუმში ჩასვლას აქამდე ვერ ახერხებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთშია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ბიოლოგიური მამა საქართველოში ცხოვრობს, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია და უწყებისთვის დაკრძალვის მოთხოვნით არავის მიუმართავს.

ბათუმში უზბეკმა ქალმა მცირეწლოვანი ბავშვი ცემით 14 ივნისს მოკლა და ცხედარი პოლიციის  განყოფილებაში მიიტანა. მკვლელობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ 15 ივნისს პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები