ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის წინააღმდეგ პლაკატები გამოფინეს წარწერით – „გიორგი კირთაძე გამყიდველია.“
გარდა ამისა, პლაკატებზე წერია, რომ გიორგი კირთაძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფნის დროს, ბათუმში 72 ქონება, მათ შორის, იუნკერთა საფლავები ერთ ლარად გაასხვისა.
ოპოზიციაში პლაკატების გაკვრაში „ქართული ოცნებას“ ადანაშაულებენ.