LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს

128
კარვები ბათუმის ბულვარში

ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს. მათ კარვები ბათუმის ბულვარში გაშალეს და აცხადებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმამდე ხელისუფლებამ მიიყვანა.

მათი განცხადებით, ბულვარში ელექტრომობილების მეშვეობით ოჯახებს არჩენდნენ. ელექტრომობილების მეპატრონეები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ის გადაწყვეტილებ გააუქმოს, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით მუშაობა იკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები