LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა

108

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც თვითნებურად შეჭრილი მოსახლეობა ცხოვრობს, ბოლქვაძეების ფიცრულს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები