LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქი აშენდება

51000305_2177880798900565_8944434844650176512_n

ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქის მცხოვრებთათვის, საცხოვრებელი კორპუსები აშენდება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. ბინების აშენება-გადაცემა ეტაპობრივად მოხდება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ე.წ. ოცნების ქალაქის საკითხი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით გადაწყდა.

ახალი პროექტი ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს. თითოეული მოქალაქის საკითხს შესაბამისი სამუშაო ჯგუფი ინდივიდუალურად სწავლობს. ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ამ დროისთვის დასკვნით ეტაპზეა სამუშაო პროცესი.

საკითხის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალება ექნება.

პროექტის განხორციელებას სახელმწიფო დააფინანსებს. წელს, მშენებლობისთვის 10 მლნ ლარის გამოყოფა მოხდება.

აჭარის მთავრობის ცნობითვე, გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იქნა მიღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები