LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, აქციაზე პოლიციელის დაშავების ფაქტზე შესაძლოა, მოკვლევა დაიწყოს

100
4flljy4gdaot5gm

ბათუმში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, პოლიციელის დაშავების ფაქტზე შესაძლოა, მოკვლევა დაიწყოს. ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა.

ბათუმში, მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

„მასთან გასაუბრებისა და დეტალების გარკვევის შემდეგ, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. თავად პოლიციელს არ აქვს სერიოზული დაზიანებები, იგი კლინკაში არ იმყოფება“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

შეგახსენებთ, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სპორტსმენებს მინისტრთა საბჭოს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება ნახევარ საათს გაგრძელდა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, დაკავება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით განხორციელდა. ერთ-ერთი სამართალდამცველი დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა და ის ტერიტორიიდან გაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები