LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

611

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. როგორც  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  ახალ ბულვარში არანაკლებ 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ელექტრონულ აუქციონზე 5 მლნ ლარად გატანილი მიწის ნაკვეთი (32 249 კვ.მ) ვაჭრობის შედეგად, 9,3 მლნ ლარად შპს „ორბი ჯგუფ მილენიუმმა“ შეიძინა. აუქციონის პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 350- ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება.

„ორბის“ პროექტის მიხედვით, კომპლექსში მოიწყობა ასევე საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მათ შორის არანაკლებ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღია ტიპის საცურაო აუზი, ასევე დახურული ტიპის აუზი, სარეკრეაციო ზონა, ღია სათამაშო მოედნები და სხვა ობიექტები მოეწყობა. პროექტი არანაკლებ 300 მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 4 წელში დასრულდება.

„ჩვენი მთავრობის პირორბებში ახალ ბულვარში არაერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება და ამ ტერიტორიაზე ნამდვილი საინვესტიციო ბუმია. ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტების საპრივატიზებო ღირებულება ჯამში დაახლოებით 21,1 მლნ ლარია, საიდანაც ჩვენ 520 მლნ ლარის ინვესტიციას ველოდებით, აქედან 100 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ სასტუმრო სექტორის განვითარების და სამუშაო ადგილების ზრდის ტენდენციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „რეგიონისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები