ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს.
შემთხვევა გვიან ღამით ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. დაჭრილია 30 წლამდე მამაკაცი.
გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.