LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი 14%-ით გაიზარდა – მაისში გაყიდვები შემცირდა 

143
batumi-georgia

2023 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 8%-ით, 1 361 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 3%-ით 63 მილიონ აშშ დოლარამდე არის გაზრდილი. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.

„ბათუმში 2023 წლის მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში 2023 წლის მაისში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე 25%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 18% და 13%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში 2023 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 14%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 919 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 734 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, – აღნიშნულია კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები