LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ახალაშენებული ბინები გაიაფდა – რა ღირს კვადრატული

202
batumi-achara-ghamis-batumi-batumi-adjara-night-in-batumi

Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 17%-ით, 1,504 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 18%-ით 63 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

2022 წლის ივნისში ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა, ძველ ბინებზე კი მაჩვენებელი გაორმაგდა და 256 ერთეული შეადგინა.

2022 წლის ივნისში ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების მედიუმ სეგმენტში და 595 ერთეული შეადგინა, მაშინ როცა ეკონომ და პრემიუმ სეგმენტებში მაჩვენებელი, შესაბამისად, 2% და 10%-ით შემცირდა.

ბათუმში 2022 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უმნიშვნელოდ, 4%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 856 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 663 აშშ დოლარს გაუტოლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები