ბათუმში 42 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში „ფორტუნას“ განუცხადეს, ახალშობილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მათივე ინფორმაციით, ეს ქალის მეოთხე ორსულობა იყო.
ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
გარდაცვლილი ქალის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.