LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 1 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება – 25 საინვესტიციო პროექტი უკვე მიმდინარეობს

136
ee2444c3-5905-4d2b-b96e-d3f9637e025a-istock-584771436

ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რაც კომუნალური და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე ასევე განხორციელდება გაზიფიცირება და ინტერნეტიზაცია,  გარე განათების სისტემის, სანიაღვრე არხის მოწყობა.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13,6 მლნ ლარია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე, ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარეობს 10-მდე გზის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები.

ამასთან, ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში 90 ჰა ფართობის მიწის ფართობზე საწარმოების მოწყობა მიმდინარეობს. იგეგმება 75 მლნ ლარის კერძო ინვესტიციის განხორციელება, რითაც 1 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება. 25 საინვესტიციო პროექტი უკვე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები