აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ბალტიისპირეთის ქვეყნების ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ. ონლაინ შეხვედრებზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის ორგანიზებით გაიმართა, რიგადან ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ პირდაპირ ფრენებსა და აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ლატვიის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენის შესრულება 2 მაისსაა დაგეგმილი. ფრენებს „რიგა-ბათუმი-რიგა“ ავიაკომპანია Air Baltic შეასრულებს. ავიარეისები კვირაში ერთი სიხშირით, სექტემბრის ბოლომდე შესრულდება.