ბათუმს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ქალაქში ამ დროისთვის ბანკები, კლინიკები და სხვა ობიექტები გენერატორების მეშვეობით მუშაობს. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ გარკვეული პრობლემები ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის მხრივაც შექმნა, რადგან შუქნიშნებიც გამორთულია.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რომლითაც ქალაქი ელექტროენერგიით მარაგდება. დაზიანების ადგილზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ. რამდენ ხანში განახლდება ბათუმის ენერგომომარაგება, ჯერ უცნობია.