LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსს შეიძენენ

32

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენაა დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ, სერ სუმა ჩაკრაბარტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციისათვის EBRD-ის მხარდაჭერით თანამედროვე ავტობუსების შეძენა, რომელიც განკუთვნილია ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ასევე, დაგეგმილია ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენა. ელექტროავტობუსების პროექტი იქნება პირველი ამგვარი პროექტი EBRD-ის დააფინანსებით და ასევე, პირველი ასეთი პროექტი რეგიონში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები