ბათუმისკენ ფრენებს ახალი ავიაკომპანია იწყებს. 2 ივნისიდან მოსკოვი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ოპერირებას Red Wings-ი შეუდგება.
არსებული ინფორმაციით, მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ფრენები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ Red Wings-ი მოსკოვის დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. ფრენები ბათუმისკენ სწორედ აღნიშნული აეროპორტიდან განხორციელდება.