LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი: მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს

1136
246040900-266239588758500-3596769275609537995-n

თბილისში მომხდარი მკვლელობის გამო, დღეს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. როგორც ბერიძე ამბობს, სამართალდამცველებს ის არ დაუკითხავთ.

„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ერთადერთი, შემიძლია, გითხრათ, რომ გარდაცვლილი ბოლო ექვსი თვეა, საერთოდ არ მინახავს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ზურა ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გოგო გუშინ, თბილისში, გვიან ღამით მოკლეს. მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები