LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ყოფილი მერი კვლავ პატიმრობაში დარჩა

101
giorgi-ermakovi

მოსამართლის გადაწყვეტილებით ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ისევ პატიმრობაში რჩება. დავით მამისეიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და  ერმაკოვი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩებიან ასევე სხვა მაღალჩინოსნებიც, რომლებსაც პროკურატურა ჯამში 1 მილიონ 376 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმის ყოფილი მერის და სხვა პირების აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრება მოხდა, მას შემდეგ, როცა ისინი ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს შეუთანხმდნენ და მოსამართლეს 11 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განუცხადეს, რომ 384 ათასი ლარის უძრავ ქონებაზე შეუძლიათ ყადაღის დადება, თუკი მათ სასამართლო გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს. მერიასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, გამამატყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სწორედ ამ ქონებიდან მოხდება ზიანის ნაწილის ანაზღაურება.

გარდა ამისა, თითოეულმა ბრალდებულმა 100-100-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე ითხოვა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება.

ბრალდებულების ადვოკატების თქმით, ლაშა კომახიძემ ამ შეთანხმებით გარანტიები შექმნა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ჩვენ ვყოფილვართ თურმე შეკრული დამნაშავეები - გიორგი ერმაკოვი

გიორგი ერმაკოვი აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

არნიშნულ  საქმეზე სულ 7 ბრალდებულია. მათ შორის ოთხი 24 სექტემბრის სასამართლო  სხდომაზე,  გირაოს საფუძველზე, გათავისუფლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები