ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს, რომელიც ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იყო ბრალდებული, სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეზე დაკავებული იყო ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე და ეგრასლან ლომაძე. ვანაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ხოლო ლომაძეს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
შეგახსენებთ, შარშან ბათუმის მერია პროექტ “იაფი სახლი” განხორციელება ერთ-ერთ კომპანიას დაავალა, თუმცა კომპანია გაუჩინარდა და პროექტი არ შესრულდა. მერიამ ამ კომპანიას ავანსის სახით მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა. ბათუმის მერი და სხვა მაღალჩინოსნები თანხის გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დააკავეს.