ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს. არსებული ეპიდემიოლოგიური გარემოების გათვალისწინებით დაცულია ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა.
ამჟამად შიდა კოსმეტიკური და გარე მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მონტაჟდება სახანძრო უსაფრთხოების სისტემა და ეწყობა გარე საპარკინგე სივრცე
სამუშაოებს შპს “სტადიონი” აწარმოებს.